ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "რომამ" 3 გოლი გაიტანა და მაინც "ბარსელონამ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რომა" 4:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის წინ "ბარსას" მცველმა ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ უნდოდათ "ჯალოროსი" კვლავ 6:1 დაემარცხებინათ და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს.

მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა პირველ ტაიმში მასპინძლებს ანგარიშის გახსნა გაუჭირდათ (რაკიტიჩმა და სუარესმა ბურთი ძელს გაარტყეს) და ალბათ, ვერც გახსნიდნენ, რომ არა დე როსი, რომელმაც საკუთარი კარი აუღებელი დარტყმით დალაშქრა.

მეორე ტაიმი მოულოდნელად რომაელთა იერიშებით დაიწყო და ჯეკომ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ კი "რომამ"
ისევ ავტოგოლი გაიტანა, როდესაც რაკიტიჩმა შეტევაში ჩართულ უმტიტის განივი გადაცემა გაუკეთა და მანოლასმა ბურთს ალისონის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, ცოტა ხანში კი პიკემ მესამედ დაამწუხრა იტალიელები და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

ტაიმის დასასრულს "რომამ" სამი მწვავე იერიში მიიტანა ტერ შტეგენის კარზე, გერმანელმა კიპერმა შეცვლაზე შესული ელ შაარავისა და პეროტის დარტყმული ბურთები მოიგერია, ჯეკოს დარტყმულს კი ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, კატალონიურმა გუნდმა მაინც მოახერხა სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება - სუარესმა მცველებს დაასწრო და 4:1.

ეს ინიესტას 21-ე მეოთხედფინალური მატჩი იყო და ამ მაჩვენებლით ყოფილ თანაგუნდელ ხავის და "მანჩესტერის" ნახევარმცველ გიგზს გაუთანაბრდა.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბლაუგრანას მეტოქეებმა 5 ავტოგოლი გაიტანეს, რაც ამ ტურნირის რეკორდია.


მატჩის შემდგომი კომენტარები:
ეუსებიო დი ფრანჩესკო: მსაჯები არ უნდა მიეხმარონ "ბარსელონას"
ერნესტო ვალვერდე: რა თქმა უნდა, 4:1-ს 3:0 მერჩივნა

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 90 106 მაყურებელი

ბარსელონა - რომა 4:1

გოლები: 1:0 დე როსი (38, ავტოგოლი), 2:0 მანოლასი (56, ავტოგოლი), 3:0 პიკე (59), 3:1 ჯეკო (80), 4:1 ლ.სუარესი (87)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სემედო, ინიესტა (დ.სუარესი 84), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (პაულინიო 66), სერხი რობერტო (ანდრე გომეში 83), ლ.სუარესი, მესი

რომა: ალისონი, კოლაროვი, ფასიო, მანოლასი, პერესი, პელეგრინი (გონალონი 61), დე როსი (დეფრელი 77), სტროოტმანი, პეროტი, ჯეკო, ფლორენცი (ელ შაარავი 72)
მკითხველის კომენტარები / 4 /
არადა არ იმსახურებდა რომა ასეთ მარცხს, ძალიან არ გაუმართლათ
დათო
14:11 05-04-2018
0
"მე რასაც ვაკეთებ,ხარისხიანად ვაკეთებ!"ეს ფრაზაა ბერთოლდ ბრეხტის პიესიდან,"კავკასიური ცარცის წრე".დიდებული ფეხბურთელია ჯუზეპე დე როსი და ავტოგოლიც კი, დიდებული დარტყმით გაიტანა.
სოსო
11:41 05-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული