ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" ნოკაუტში გაგზავნა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპულმა" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა "მანჩესტერ სიტისთან" 3:0.

შეხვედრის დაწყების წინ "ლივერპულის" ფანები "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს დაესხნენ თავს, რის გამოც მასპინძელთა კლუბმა სტუმართა გუნდს ბოდიში მოუხადა.

▶ "ლივერპულის" ფანები "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს თავს დაესხნენ [VIDEO]

ამ მატჩის წინ "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ვიზავის პეპ გვარდიოლას გუნდები მისსაზე ყოველთვის უკეთესები იყვნენ, მაგრამ ახლა სხვაობა კლასში მინიმალურია.

ჰოდა, ამ მინიმალურსხვაობიანმა გუნდმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. თავი სალაჰმა, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და მანემ გამოიჩინეს.

შესვენების შემდეგ ტრავმა
მიიღო სალაჰმა, რომელმაც წელს 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა, შეცვალეს და ექიმის თანხლებით პირდაპირ გასახდელში გავიდა. კლოპის გუნდმა არც შესვენების შემდეგ დაუთმო არაფერი ამ სეზონში ბრწყინვალედ მოასპარეზე ქალაქელებს" და ძნელად წარმოსადგენია შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს. ვნახოთ, ვნახოთ.

ხაზგასასმელია, რომ "სიტის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და ეს უკანასკნელად 2016 წლის 26 ოქტომბერს მოხდა "მანჩესტერთან" ლიგის თასის შეხვედრაში.

კლოპი ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გუნდმაც გვარდიოლას გუნდი 6-ჯერ დაამარცხა (პენალტების სერიაში მოგებული მატჩი არ ითვლება) და მასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი შედეგი აქვს - 6:5.


მატჩის შემდგომი კომენტარები:
იურგენ კლოპი: ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო
პეპ გვარდიოლა: ახლა ჩვენი 1/2 ფინალში გასვლა არავის არ სჯერა

ლივერპული. "ენფილდი". 50 685 მაყურებელი
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 3:0
გოლები: 1:0 სალაჰი (12), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (20), 3:0 მანე (31)

ლივერპული: კარიუსი, რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მილნერი, ჰენდესონი, მანე, ფირმინო (სოლანკე 71), სალაჰი (ვაინალდუმი 53)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, ოტამენდი, უოლკერი, ლაპორტე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (სტერლინგი 57), დე ბრიუნე, სანე, გაბრიელ ჟეზუში
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვერკველია რას უშველიდა
0
სითიმ სასწრაფოდ უნდა შეიძინოს საბა კვერკველია!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული