
"რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით. მეორე ტაიმში ფეხბურთი უფრო მეტად უნდა გვეთამაშა. "სიტის" განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია.
ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. 3:0 - ეს კარგია.
პირველი ტაიმი შესანიშნავი გახლდათ. აი, სწორედ ასე გვმართებს თამაში. ვიცით, რასაც წარმოადგენს მეტოქე და ვიცით, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ. ჩემპიონატზე ბურთი უკეთ რომ გვეკონტროლირებინა, "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ასე
დღეს თავს კარგად ვიცავდით. გადაცემების გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდით. მინდა ფეხბურთი ვითამაშოთ. თუმცა, არ ვბრაზობ, ყველაფერი კარგადაა.
სალაჰი ტრავმის, ხოლო ჰენდერსონი დისკვალიფიკაციის გამო გამოგვაკლდა. მომ მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ გასასინჯია.
თუ უნდათ, პრემიერლიგაზე ასეთი ბევრი თამაშები გაიმართოს, უკეთესი კალენდარი უნდა შეადგინონ. "ევერტონთან" შეხვედრას ბევრი სეზონში უმთავრესად მიიჩნევს და მე ამ თამაშისთვის ფეხბურთელები მყავს მოსაძებნი.
ეს ძალიან არ მომწონს. თუ საუკეთესოებს არ ვათამაშებ, თქვენ იცით, რაც მოხდება".