ედინ ჯეკო: მსაჯს პენალტი რომ დაედო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი "რომას" ფორვარდმა ედინ ჯეკომ გააკეთა.

"პირველივე წუთებიდან ვცდილობდით, რომ ჩვენი ჩვეული თამაში გვეჩვენებინა. 4:1 ძალიან ცუდი ანგარიშია და თითქმის შანსს არ გვიტოვებს.

მატჩის დასაწყისში იყო მომენტი, როდესაც მსაჯს შეეძლო ჩემ წინააღმდეგ დარღვევისთვის პენალტი მიეცა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

ვფიქრობ, ეს მომენტი ყველაფერს შეცვლიდა. ახლა "სერია ა"-ზე უნდა გადავერთოთ და ვეცადოთ, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვიასპარეზოთ", - აღნიშნა ჯეკომ.

▶  ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "რომამ" 3 გოლი გაიტანა
და მაინც "ბარსელონამ" მოიგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული