დი ფრანჩესკო: "ჩელსის" 3:0 მოვუგეთ. ეს ანგარიში "ბარსელონასთანაც" გვაწყობს

AutoSharing Option
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" დამარცხებისა (1:4), "რომას" მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"საპასუხო შეხვედრაში ჩვენი ყველა უძლიერესი ფეხბურთელები ითამაშებენ. ფინალურ სასტვენამდე თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლოთ.

ნაინგოლანს უპრობლემოდ შეუძლია დიდ გუნდში იასპარეზოს. ხვალ მას ამის დამტკიცება მართებს. ის შანსს ბავშვობიდან ელოდა. დიდი პოტენციალი აქვს.

ნუ დაგავიწყდებათ, "ბარსა" ორ კვირაში არ აშენებულა, წლები დასჭირდა. ამაშია მისი მთავარი ძალა.

მე აქ არავინ არ ვარ, მხოლოდ კლუბის ნაწილი გახლავართ. ვცდილობ სამუშაოზე ბოლომდე დავიხარჯო. რა თქმა უნდა, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ვცდილობ,
ეს შეცდომები მინიმალური იყოს.

"ჩელსის" 3:0 მოვუგეთ. ეს ანგარიში "ბარსელონასთანაც" გვაწყობს. შევეცდებით ხვალაც ასეთივე შეხვედრა ჩავატაროთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოაღვიძეთ საბანი გადაიხადა

P.S.

ისე კარგი კი იქნებოდა 3-0
zorbegi
23:09 09-04-2018
0

სიახლეები პოპულარული