მოჰამედ სალაჰმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ შესაძლოა ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა გუშინ მერსისაიდელებთან ერთად ივარჯიშა, თუმცა შესაძლოა დღევანდელ დაპირისპირებას მაინც გამოაკლდეს.

"ენფილდის" ბინადართა დამრიგებლის, იურგენ კლოპის განცხადებით, ეგვიპტელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყველაფერი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა ტრავმა "ლივერპულისა" და "სიტის" დაპირისპირების პირველ მატჩში მიიღო.

დღეს ეს გუნდები ერთმანეთს "ეტიჰადზე" შეხვდებიან და 1/2-ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

მომზადებულია Metro.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული