ჯორჯო კიელინი: გასვლის შანსი? არასდროს იცი, რა მოხდება...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ჟურნალისტებს ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი ესაუბრა.

"პირველი შეხვედრის განმავლობაში ანგარიშით 0:1-ზე გატანის ბევრი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ 2 ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ.

ამ ყველაფერს კი პაულო დიბალას გაძევებაც დაერთო. ჩვენ არ ვაპირებთ, პანიკაში ჩავვარდეთ და მადრიდში კარგი თამაშის ჩასატარებლად ჩამოვედით.

წინ კიდევ ერთი 90 წუთია. შემდეგ ეტაპზე გასვლა? რატომაც არა, არავინ იცის, ფეხბურთში რა მოხდება",  - აღნიშნა კიელინიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაზე იტყვიან, "გუშინ ვნახე, იცინოდაო" :D
რეალის ფანი
12:25 10-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული