ხოსეპ გვარდიოლა "ლივერპულს": გპირდებით, თქვენი ავტობუსი უსაფრთხოდ იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ლივერპულის" სამგზავრო ავტობუსის უსაფრთხოება დაცული იქნება.

"ის, რაც მე ამ გუნდების წინა დაპირისპირებისას ვნახე, ჩემი ინგლისში ყოფნის პერიოდში პირველად მოხდა.

სად იყო ამ დროს პოლიცია და რატომ არ იცავდა უსაფრთხოებას? მანჩესტერში სამართალდამცველებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ.

ჩემი სურვილია, როგორც "ლივერპულის", ისე ჩვენი ფანები მოვიდნენ მხოლოდ ფეხბურთის საყურებლად.

გპირდებით, "ლივერპულის" ავტობუსის უსაფრთხოება დაცული იქნება", - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველ შეხვედრაში მერსისაიდელთა ფანები "სიტის" ავტობუსს თავს დაესხნენ, რის გამოც მათ ბოდიში
მოიხადეს.

მაშინ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ასეთ პრესტიჟულ კლუბს მსგავსი საქციელი არ ეკადრებოდა.

▶ "ლივერპულის" ფანები "მანჩესტერ სიტის" ავტობუსს თავს დაესხნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივერპულის ხასიათზე გეთანხმები, მაგრამ პირველ თამაშში სიტის დაცვა ლივერპულისაზე მეტად სცოდავდა, რაც მეორე თამაშშიც გაგრძელდა. საბოლოოდ კი ორი მატჩის ჯამში 5:1 ლივერპულმა მოიგო. სიტის აშკარად გაუჭირდა სეზონის ფინიშზე.
გგგ
01:05 11-04-2018
0
სავარაუდოდ "სიტი" ისევ გაანადგურებს ხასიათის "ლივერპულს". მე არცერთის ფანი არ ვარ მაგრამ შარშანდელი "პსჟ" მონაგონი იქნება. "ლივერპულის" დაცვა ბევრ შეცდომებს უშვებს და არა მგონია გვარდიოლამ ეს არ გამოიყენოს.
............
17:57 10-04-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული