პეპ გვარდიოლა: მსაჯს ვუთხარი, რომ სანემ ნაღდი გოლი გაიტანა და გამაძევა

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალური მატჩის პირველი ტაიმის დასრულებისთანავე"მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა მოედანზე შევიდა და მსაჯს მატეუ ლაოსს კამათი დაუწყო, რის გამოც არბიტრმა გააძევა. ეს ეპიზოდი პეპმა ასე ახსნა:

"მსაჯს ვუთხარი, რომ სანემ ნაღდი გოლი გაიტანა. ამისათვის გამაძევა. ანგარიში რომ 2:0 გამხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა. სალაჰს შეუძლია თამაშგარედან "ენფილდზე" გოლი გაიტანოს, ჟეზუშს კი - არა.

ამ ტურნირზე გუნდები იმდენად თანაბარძალოვანნი არიან, რომ მატჩის ბედი რეფერის შეუძლია გადაწყვიტოს. ჩემპიონთა ლიგის მოგებას მომავალ წელს ვცდით. ვულოცავ "ლივერპულს" გამარჯვებას და იმედია, ინგლისს
ღირსეულად წარმოადგენს ნახევარფინალში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლივერპულში სიტის გოლი არ ჩაუთვალეს და პენალტი იყო აგუეროზე...
zviads
09:14 11-04-2018
0
უეჭველი გოლი იყო. ბურთი მცველისგან მივიდა სიტის თავდამსხმელთან.
haha
13:45 11-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული