ეუსებიო დი ფრანჩესკო: ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" განადგურებით და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლით გამოწვეული სიხარული "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ვერ დამალა:

"ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ წინ ვიყურებით. კვირას დერბი გველის. წაგებებზე და სოციალურ ქსელებში გამონათქვამებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ამიტომ დღევანდელი გამარჯვება შემიძლია მივითვისო.

თუ სერიოზულად, ტაქტიკა (3-4-1-2) გამიზნულად ავირჩიე, რათა გაშლილად, ფართოდ შეგვეტია. გაწეული სამუშაოს ნაყოფს ვიმკით.

რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ. რატომაც არა? ისე შორს გავედით, რომ აქ არავინ არ გველოდა. თამასა უნდა ავწიოთ".

▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი.
საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი არ გაქვთ. მართალი თქვი, აქაც არავინ გელოდათ და თქვენ კი არ მოიგეთ ბარსამ წააგო. მაგრამ ფინალში მაინც ვერ გახვალთ
oeee
10:00 11-04-2018
9

სიახლეები პოპულარული