"ამ სიტუაციაში ძნელია რაიმე თქვა. ამისთვის მზად არ ვიყავით. ჩემპიონთა ლიგა შეცდომებს არ გპატიობს. ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. პირველ ტაიმში საერთოდ არაფერი არ გამოგვივიდა, მეორე ტაიმში მოვუმატეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. სხვანაირად უნდა გვეთამაშა. შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონაში" ჩემი უკანასკნელი მატჩი იყო.
სამწუხაროა ტურნირზე გამოსვლის ასე დასრულება. ძალიან გვინდოდა წარმატების მიღწევა და ისევ წარუმატებლად ვიასპარეზეთ. ძნელია ჩვენი გამოვარდნის ახსნა, თუმცა ასეთი რამეები ხდება. საქმე სურვილის არქონაში