სერხიო ბუსკეტსი: ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც "ბარსელონაში" ვთამაშობ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო.

მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ რაიმეს გამო დავისაჯეთ, იმიტომ, რომ გასულ წელს მსგავსი რაღაც ჩვენც გავაკეთეთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

ჩვენ კიდევ ორ ტურნირზე ვართ, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ", - აღნიშნა ბუსკეტსმა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული