"ბარსელონას" პრეზიდენტი: "რომას" ფეხბურთელებს სასწაულის სჯეროდათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ ჟურნალისტებთან "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ისაუბრა.

"რომამ უკეთესად ითამაშა. ძალიან დამწუხრებულნი ვართ, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და შეცდომებზე დასკვნა გავაკეთოთ.

იტალიელები მთელი თამაშის განმავლობაში დომინანტები იყვნენ და მათ სასწაულის სჯეროდათ.

დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ამ წაგებას მალე დაივიწყებენ, რადგან წინ "ვალენსიასთან" გასამართი მნიშვნელოვანი მატჩია", - აღნიშნა ბართომეუმ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგიწევს წასვლა ბოლო სიმღერაა შენი
მორწვი ან მარწყვი ერთი ოხერია
13:02 11-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული