"სიმართლე გითხრათ, არ ვგრძნობდით დღეს, რომ ვრისკავდით, რადგან "ბარსელონას" ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენთვის პრობლემები შეექმნა. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ.
ტაქტიკურად ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით. მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ის, რაც დღეს საღამოს ვნახეთ, მისდამი ნდობას გაზრდის. ფეხბურთელებს მასში ეჭვი არასდროს შეუტანიათ, აი, ზოგი ჟურნალისტი და გულშემატკივარი...
გასახდელში მან გვითხრა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, რადგან ვიცოდით, რომ შეგვეძლო სასწაულის ჩადენა. ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ. "რომა" ნახევ
ძალიან მომწონს სამი მცველით თამაში, რადგან ასე უფრო მეტად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და წინ წასვლის საშუალებას მაძლევს, მაგრამ ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია", - თქვა ფლორენციმ.
რთულია, ფლორენცის არ დაეთანხმო, რადგან მის სიტყვებს სტატისტიკაც ადასტურებს. "რომამ" მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში მნიშვნელოვანი უპირატესობით სძლია.
InStat-ის მონაცემებით, რომაელებმა საჰაერო ორთაბრძოლების 75% მოიგეს, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია სეზონში.
მეორე სართულზე საუკეთესოები გახდნენ:
- ჟუან ჟეზუსი - 6-დან 6 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო
- დანიელე დე როსი - 4-დან 4
- კოსტას მანოლასი - 3-დან 3
გარდა ამისა, კოსტას მანოლასი თითქმის უშეცდომო იყო. ამასთან, ბერძენი საუკეთესო იყო საერთო ორთაბრძოლებშიც - მისმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, ხოლო გადაცემების სიზუსტე 92% ჰქონდა.
რაც შეეხება "ბარსელონას", ესპანურმა გუნდმა "რომასთან" საპასუხო მატჩში საკუთარ ნახევარზე ბურთი 24-ჯერ (!) დაკარგა. InStat-ის მონაცემებით, "ბარსელონასთვის" ეს მიმდინარე ტურნირში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]