იუპ ჰაინკესი: ფრე გვაწყობდა, ფინალში გვინდა გასვლა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ძალდაუტანებლად გადალახა "სევილიას" ბარიერი, მისმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა კი მატჩი ასე შეაფასა:

"გუშინ მანჩესტერსა და რომში ვნახეთ, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ამბიციურები ვართ და ფინალში გვინდა გასვლა.

არც მიფიქრია ვისთან მსურს ნახევარფინალში შეხვედრა. ნახეთ, რა დაემართა გუშინ "ბარსელონას". დღეს "სევილიას" ურიგოდ არ უთამაშია და ეს მიუხედავად პირველ შეხვედრაში დამარცხებისა.

მიხარია, რომ არ წავაგეთ. სწორედ ამას ვითხოვდი გუნდისგან. ასეთ თამაშებში გოლი არ უნდა გაუშვა. უგოლო ფრემ სავსებით დამაკმაყოფილა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი, რა თქმა უნდა, ზედმეტი ძალა არ უნდა დაეხარჯათ, მაგრამ ეხლა უკვე სხვა სიჩქარეზე მოუწევთ თამაში და იმედია ვნახავთ ნამდვილ ბაიერნს. უფრო ბებერი იუპის გულშემატკივარი ვარ ეხლა:))))
გგგ
16:27 12-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული