მაიკლ ოლივერის თანამეცხედრე მადრიდის ფანი ყოფილა

AutoSharing Option
სკანდალური არბიტრის მაიკლ ოლივერის (რომელმაც ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩის დასასრულს "იუვენტუსის" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა) მეუღლე მადრიდს სიყვარულში გამოუტყდა.

ბიანკონერის გულშემატკივრებმა მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერში ესპანეთის დედაქალაქში გადაღებული ფოტოები (მათ შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე") აღმოაჩინეს და წარწერები, სადაც ის ქალაქს აქებს და ადიდებს.

ეს ამბავი "კორიერე დელო სპორტმა" იუწყა და ისიც, რომ ტიფოზებმა ლუსის ტვიტერი აიკლეს და "ტკბილად მოიხსენიეს".

სხვათა შორის, ლუსიც ფეხბურთის მსაჯია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შაკირაც არის ბერნაბეუზე ნამყოფი
ნიკა
14:33 13-04-2018
2
ესეიგი, ბერნაბეუზე თუ ნამყოფია რეალის გულშემატკივარია? :D
დდდ
13:32 13-04-2018
1

სიახლეები პოპულარული