კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)-მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი)-"რომა" (იტალია)
მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებული ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 24/25 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები 1/2 მაისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს.
▶ ევროპა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია