კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"მარსელი" (საფრანგეთი)-"ზალცბურგი" (ავსტრია)
ლონდონის "არსენალი"-მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი)
"მარსელსა" და "ზალცბურგს" შორის გამარჯვებული ფინალის ნომინალური მასპინძელი იქნება.
ნახევარფინალური წყვილების პირველი მატჩები 26 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 3 მაისს ჩატარდება.
ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს 16 მაისს ლიონის "სტედ დე ლიონი" უმასპინძლებს.