იურგენ კლოპი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ იოლი მოწინააღმდეგე შეგვხვდა...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები "რომას" დაუპირისპირდებიან.

"ვიაზრებდი, რომ რაღაც კომენტარი უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობდი, ნეტა რას ვგრძნობ, მაგრამ არ მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ "ღმერთო, კიდევ კარგი, "ბაიერნი" არა ან "რეალი" და რა კარგია, რომ "რომა" შეგვხვდა".

ეს უბრალოდ კენჭისყრა იყო და მესმის, რომ ის ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, რადგან მთავარი ისაა, რომ ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ.

ვინც უნდა შეგვხვედროდა, შანსები მაინც იქნებოდა, ეს ხომ ფეხბურთია. ამიტომ "რომას" წინააღმდეგ შანსები გვექნება.

თუ ვინმე
ფიქრობს, რომ იოლი მოწინააღმდეგე შეგვხვდა, ამ ადამიანს ვერ დავეხმარები, რადგან მას ნამდვილად არ უნახავს "რომასა" და "ბარსელონას" ორივე დაპირისპირება.

პირველ მატჩში ანგარიში 4:1 არ ასახავდა თამაშს - იქ იყო გენიალური მესი კარგი "რომას" წინააღმდეგ. მეორე შეხვედრა ბრწყინვალე გამოდგა, მათ დაუჯერებელი გააკეთეს. შესაძლოა, რომაელებს 4:0 ან 5:0 უნდა მოეგოთ. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი", - თქვა კლოპმა.

▶ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული