სერბს კითხვა მოჰამედ სალაჰის შესახებ დაუსვეს.
"ბარსელონას" წინააღმდეგ ჩვენ ერთიანი გუნდი ვიყავით და თითოეულ ფეხბურთელს უდიდეს ყურადღებას ვაქცევდით.
გამორჩეულად ლიონელ მესის მეურვეობა არცერთ ჩვენგანს არ ევალებოდა.
ასევეა "ლივერპულის" შემთხვევაშიც. მათ, მოჰამედ სალაჰის გარდა, არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ.
მაგრამ, თუ მესიმ ვერაფერი დაგვაკლო და შევაჩერეთ, სალაჰის პრობლემასაც როგორმე გადავჭრით", - აღნიშნა კოლაროვმა.
▶ ლივერპული VS რომა - სალაჰი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ