ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ერთ სეზონში შესრულებული საგოლე გადაცემებით ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა.

გუშინდელ 1/2-ფინალურ მატჩში რობერტო ფირმინომ მეხუთე გოლი სწორედ 32 წლის ფეხბურთელის პასით გაიტანა.

ეს კი მიმდინარე სეზონში მილნერისთვის მეცხრე შედეგიანი გადაცემა აღმოჩნდა.

აქამდე რეკორდი უეინ რუნისა და ნეიმარს ეკუთვნოდათ. პირველმა მათგანმა 2013/14 წლების სეზონში, 765 წუთში 8 შედეგიანი გადაცემა, ხოლო მეორემ, 2016/17 წლებში 797 წუთში ასევე 8 საგოლე პასი გააკეთა.

"ლივერპულის" ვეტერანმა ნახევარმცველმა კი რეკორდი უფრო ადრე დაამყარა და ამის მიღწევა 701 წუთში მოახერხა.

საუკეთესო შვიდეული კი
ასე გამოიყურება:

1) ჯეიმს მილნერი (ლივერპული), 701 წუთი, 9 საგოლე გადაცემა - 2017-18
2) უეინ რუნი - (მანჩესტერ იუნაიტედი), 765 წუთი, 8 საგოლე გადაცემა - 2013-14
3) ნეიმარი - (ბარსელონა), 797 წუთი, - 8 საგოლე გადაცემა - 2016-17
4) რობერტო ფირმინო (ლივერპული), 879 წუთი, 7 საგოლე გადაცემა - 2017-18
5) რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი), 605 წუთი, 7 საგოლე გადაცემა 2006-07
6) ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), 793 წუთი, 7 საგოლე გადაცემა - 2012-13
7) ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), 971 წუთი, 7 საგოლე გადაცემა - 2008-09

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ-ერთი უძლიერესი პიროვნება და ნამდვილი სპორტსმენი!
0

სიახლეები პოპულარული