ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ყველა დროის რეკორდი დამყარდა

AutoSharing Option
რობერტო ფირმინოს მე-4 გოლი "რომას" კარში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 381-ე გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი გოლებით ახალი რეკორდი დამყარდა.

2017/18 წლების სეზონში უკვე 384 ბურთია გასული, რაც 2016/17 წლის შედეგებს უკვე 4-ით აღემატება.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს საშუალოდ თამაშში 3,17 გოლი, ყოველ 28 წუთში გააქვთ.

ჩემპიონთა ლიგაზე სულ 121 შეხვედრა შედგა და ოთხი მატჩი ჯერ კიდევ წინაა.

მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა, რომლის 15 ბურთზეც საერთო გატანილი გოლების 4% მოდის.

პორტუგალიელი თავისივე
რეკორდის დასამხობად იბრძვის. კრიშტიანომ 2013/14 წლებში 17 ზუსტი დარტყმა განახორციელა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული