"ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავისვაროთ, რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ვაპირებთ, დიდებული თამაში ვაჩვენოთ.
ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად იმაზე უფრო ვფიქრობთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ.
დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების 150%-ს გააკეთებენ".
ზიდანს კითხვა ხამეს როდრიგესის შესახებაც დაუსვეს, რომელიც "ბაიერნში" მისი მწვრთნელობის დროს გაანათხოვრეს.
"არ მინდოდა, რომ მას გუნდი დაეტოვებინა, თუმცა მას უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი გადაწყვეტილება გასაგებია", - აღნიშნა ზიდანმა.