დანიელე დე როსი: "ლივერპული" "ბარსაზე" ძლიერი არაა და ამიტომ...

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ "ლივერპულთან" (2:5) ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თუ "ბარსელონაში" (1:4) არ გაგვიმართლა, სადაც ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება იყო, ხოლო დღეს მძლავრი დაწყება გვქონდა, შემდეგ კი "ლივერპულის" სწრაფ შეტევებს ვერ გავუძელით, "კამპ ნოუზე" მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით და შეგვეძლო დადებითი შედეგის მიღწევა, მაგრამ "ენფილდზე" სრული გათიშვა დაგვემართა. საპასუხო მატჩამდე ამ შეხვედრიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ახლა სამი გოლის გატანა გვჭირდება. "ლივერპული" "ბარსაზე" ძლიერი არაა
და გვესმის, რომ შეგვიძლია ფინალში გასვლა. ვიცით, რომ გულშემატკივრებს სჯერათ ჩვენი და გვინდა, მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო ვაჩუქოთ", - თქვა დე როსიმ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგიეროთ სალახია მესიზე ძლიერი
temi
14:18 25-04-2018
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული