იბრაჰიმოვიჩი ირონიით: შვედეთი მუნდიალის ფავორიტია, რადგან მე იქ არა ვარ

AutoSharing Option
ლოს ანჟელეს "გალაქსის" 36 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2016 წელს ჩატარებული ევროპირველობის შემდეგ კი თქვა უარი შვედეთის ნაკრებში თამაშზე, მაგრამ ეგონა, მუნდიალზე ამ გუნდის გასვლის შემდეგ, კალთებს დაახევდნენ და ხვეწნა-მუდარით დაბრუნებას სთხოვდნენ, რაც არ მოხდა და ESPN-ს შემდეგი განუცხადა:

"რაც ეროვნული გუნდიდან წავედი, მისი წევრი აღარ ვარ. ასე რომ, აქ არანაირი პრობლემა არაა. წავალ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე? დიახ, წავალ. ამას ყოველთვის ვამბობდი. მივფრინავ. ჩავჯდები თვითმფრინავში და გავფრინდები.

ვფიქრობ, შვედეთის ნაკრები ტურნირის ფავორიტია, რადგან ზლატანის გარეშე უკეთესია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიადი, როგორც ფეხბურთელი და ნაძირალა, როგორც ადამიანი.
ზურა
07:17 29-04-2018
0

სიახლეები პოპულარული