იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე გააკეთა კომენტარი:

"ორივე შეხვედრაში დავჯაბნეთ მეტოქე. პირველ ტაიმში მსოფლიოს კლასის ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ უდიდესმა შეცდომამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ასეთი პასის უკან გაკეთება არ შეიძლებოდა.

დღეს "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი კეილორ ნავასი იყო. ლევანდოვსკის სიტუაცია? ჩემის აზრით, როდესაც ტალღას ააგორებ, ჟურნალისტები უერთდებიან. თუმცა, მე ვითარებას სხვაგვარად ვხედავ.

პენალტი? ვიდეოზე ვნახე და ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო. მე წუწუნს არ ვაპირებ. იმდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რომ მსაჯობაზე ჩივილს აზრი არა აქვს.

ტურნირზე ეს ჩემი უკანასკნელი მატჩი იყო! ეს
შესანიშნავია. არა მგონია, მსოფლიოში ბევრი იყოს 72 წლის მოხუცებული, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული