ზინედინ ზიდანი: ტანჯვის გარეშე ფინალში ვერ გახვალ, თუმცა გულზე მოქმედებს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"ამაში მდგომარეობს ფეხბურთის მშვენიერება, როდესაც ყველაფერი კარგად სრულდება. მათ ბოლოს ჩვენზე ზეწოლა განახორციელეს და პრობლმები შეგვექმნა.

განუმეორებელ გუნდს შევხვდით. "იუვენტუსიც" ასეთი იყო და პსჟ-ც. მოხარულნი ვართ, რომ სამი ტოპ-გუნდი გამოვაგდეთ. ეს ტანჯვის გარეშე არ ხდება.

გამახარა ბენზემამ, ეს დაიმსახურა. მან გაგვიყვანა ფინალში. ნავასმა მეორე ტაიმში საოცარი ბურთები მოიგერია. ბევრი სამუშაო ჰქონდა.

გიჟური თამაში იყო და ჩინებული საყურებელი გახლდათ. ტანჯვის გარეშე ფინალში ვერ გახვალ, თუმცა გულზე მოქმედებს.

ჯერ არაფერი არ
მოგვიგია. უბრალოდ, ფინალში გავედით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული