mundodeportivo: ჩაკირმა ისევ "რეალის" სასარგებლოდ იმსაჯა

AutoSharing Option
ესპანურმა "მუნდო დეპორტივომ" "რეალსა" და "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში თურქი ჯიუნეით ჩაკირის მსაჯობა მიკერძოებულად მიიჩნია. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"ბაიერნი ჩაკირის მსაჯობისგან აშკარად დაზარალდა, რომელმაც "რეალის" სასარგებლოდ ისევე იმსაჯა, როგორც შარშან ვიქტორ კაშაიმ.

"ბაიერნი" "ბერნაბეუზე" სამარცხვინო მსაჯობის მსხვერპლი შეიქნა. ჩაკირი ბლანკოსს მიუდგა. ეს ამ ტურნირის სამარცხვინო ფურცელია.

მან მარსელოს ხელით თამაში და სერხიო რამოსის ლევანდოვსკიზე უხეშობა არ დააფიქსირა. ის ისევე მოექცა ბავარიულ გუნდს, როგორც ვიქტორ კაშაი 2017 წლის 18 აპრილს.

თურქი არბიტრი "სამეფო გუნდს" კიევის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ის
ერთხელ უკვე დაეხმარა "სამეფო გუნდს" 2012/2013 წლების სეზონში, როდესაც ნანი უსამართლოდ გააძევა".
მკითხველის კომენტარები / 10 /
იუვენტუსის შემდეგ მიხვდნენ რო 2-1 გასვლაზე მოგება არაფერს ნიშნავდა და დააზღვიეს მსაჯების რეალი დანიშნეს ჩაკირი. რომელმაც იდეალურად გაართვა თავინდავალებას ტურინის იუვენტუსთან
ლაშა
21:25 02-05-2018
1
ბარსისტებო ბოღმა შეინახეთ,კიდევ გელოდებათ 26 მაისს დიდი დასაბოღმი.
ჰალა მადრიდ
16:39 02-05-2018
5

სიახლეები პოპულარული