სერხიო რამოსი: ფინალში უკეთესი გუნდი გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა გააკეთა.

"ბაიერნი" დიდებული გუნდია და თავის სიძლიერეს უკვე დიდი ხანია ამტკიცებს.

ძალიან რთული ორმატჩიანი დაპირისპირება გამოვიდა, მაგრამ ჩვენ უკეთესნი ვიყავით და ფინალშიც ამიტომ გავედით.

ხვალიდან უკვე ფინალისთვის უნდა დავიწყოთ მზადება და დავიჯეროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ შეგვიძლია", - აღნიშნა რამოსმა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
უკეთესი გუნდი მსაჯის დახმარებით ხარ უკვე 2 წელია. მერამდენეჯერ უნდა შეცდეს რეალის სასარგებლოდ მსაჯი ?
giga
14:11 02-05-2018
5
უკეთესი გუნდი ხართ როცა 12 კაცი თამაშობთ 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ (ყველა გუნდს არ ვგულისხმობ) მარსელოს ეპიზოდს შეიძლება ჩაკირი ვერ ხედავდა მაგრამ კარს უკან მდგომი მსაჯის ცხვირ წინ მოხდა ხელით თამაში და არც შეუმჩნევია, ან არ შეიმჩნია, ორივე შემთხვევა მარაზმია როცა ამ დონის შეხვედრის თანამსაჯიხარ. ლევანდოვსკის მომენტშიც, როცა რამოსი ბურთს საერთოდ არ შეხებია ისე წააქცია მოწინააღმდეგე.. კარგია რეალის გასვლა ფინალში მაგრამ დამსახურებულად გასვლა უკეთესი იქნებოდა ამხელა გუნდისთვის. ასეთ დროს სულ მახსენდება ის დრო როცა ბარსელონას მსაჯელონას ეძახდნენ :D ჰალა მადრიდ :D
mdaa...
10:46 02-05-2018
1

სიახლეები პოპულარული