პირველი ტაიმის ბოლო შეხვედრის არბიტრმა ჯუნეით ჩაკირმა "რეალის" კარში პენალტი არ დანიშნა, როცა მარსელოს ხელზე მოხვდა.
▶ mundodeportivo: ჩაკირმა ისევ "რეალის" სასარგებლოდ იმსაჯა
▶ 2 არდანიშნული პენალტი მადრიდის "რეალის" კარში [VIDEO]
აღსანიშნავია, რომ ხელის მოხვედრის ფაქტი თავად ფეხბურთელმაც აღიარა.
▶ მარსელო: ვფიქრობ, პენალტი იყო
"ბაიერნის" ტრავმირებული ფეხბურთელები ჯერომ ბოატენგი და არტურო ვიდალი ამ მომენტს ლამის ერთდროულად გამოეხმაურნენ და სოციალურ ქსელებში დაწერეს:
"არ არის
"ისევ! პენალტი! ნაგავი!", - აღშფოთდა ვიდალი.
არტურომ ბოლოსკენ თავი შეიკავა და საფინალო სასტვენის შემდეგ მადრიდელი ფეხბურთელების ზეიმის ფონზე წარწერა დადო:
"ვირთხები"
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ზედიზედ მეორედ გამოაგდო "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგიდან. 2017 წელს არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ "რეალს" ორი გოლი ჩაუთვალა თამაშგარე მდგომარეობიდან და ვიდალს წითელი ბარათი უჩვენა.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]