სამხრეთამერიკელმა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ 8 "სეივი" შეასრულა, რაც "სამეფო გუნდში" ასპარეზობის პერიოდში არ გაუკეთებია.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად რთული თამაშისა, შემდეგ ეტაპზე მაინც ჩვენ გავედით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით, მაგრამ ახლა ფინალში ვართ და გვინდა ისტორია გადავწეროთ.
მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომლებიც დღეს გვამხნევებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა ნავასმა.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]