"ლივერპულის" 2 ფანს რომში თავს დაესხნენ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ორ გულშემატკივარს რომში თავს დაესხნენ.

პირველ მაისს, საღამოს, კარლ ჯონსონი და პიტერ საუნდერსი ბარიდან სასტუმროში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, ჯონსონის თქმით, მათ თავს დაესხნენ. თავდამსხმელები სკუტერებით მივიდნენ, ერთ-ერთ მათგანს მეტალის ჯოხი ჰქონდა.

ჯონსონისა და საუნდერსის ტანსაცმელში "ლივერპულის" ატრიბუტიკა არ ფიგურირებდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რომში "რომასა" და "ლივერპულს" შორის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართება.

▶ რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული