"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რას განვიცდი. ჩვენ ყველას ძალიან გვსურდა ფინალში გასვლა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით.
ძალიან უაზრო შეცდომა დავუშვი და ამის ახსნა მიჭირს. ბოდიში ყველას, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს", - დაწერა ულრაიხმა სოციალურ ქსელში.
გერმანელ კარის დარაჯს თანაგუნდელები გვერდში დაუდგნენ. "თავი ასწიე, ჩვენ გუნდი ვართ", - დაწერა კომენტარი ხამეს როდრიგესმა.
"თავი ასწიე, ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ", - ეს კი უკვე ჟერომ ბოატენგის კომენტარია.
▶ იუპ ჰაინკესი: