იურგენ კლოპი: ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ კიევში მიფრინავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ იურგენ კლოპმა ინგლისურ "გარდიანთან" ისაუბრა.

"ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ფინალში ვართ გასულები და ტიტული არ მოგვიგია. ხალხი ქუჩაში მაჩერებს და ამ შედეგისთვის მადლობას მიხდის.

ჩვენ ევროპის ლიგის ფინალშიც ვიყავით, თუმცა მადლობა არავის გადაუხდია.

გახვიდე ფინალში, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მოიგო ტიტული, ეს უკვე დიდებული რამაა. "ლივერპული" ფინალისთვის ყველანაირად მზად იქნება.

"რეალი" ფინალურ მატჩებში, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ძალიან გამოცდილია. მათი ფეხბურთელების 80%-ს მაინც, ასეთ შეხვედრებში ასპარეზობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

იმაზე დიდებული არაფერია, როდესაც "რომასთან" თამაშის შემდეგ ჩვენი
ქომაგების ბედნიერ სახეებს ვუყურებდი.

ისინი "ენფილდზე" დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან, ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და მათ ეს წარმატება დაიმსახურეს.

ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ კიევში მივფრინავთ", - აღნიშნა კლოპმა.

▶ იურგენ კლოპი: მერე რა, რომ ფინალში გავედით, ასე თამაში არ შეიძლება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი მსაჯის ფინალი იქნება არცერთი გუნდი არ გასულა ღირსეულად!
ამიკო
01:40 04-05-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული