სტივენ ჯერარდი: "ლივერპული" "რეალთან" აუტსაიდერი არ იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი  "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტად არ თვლის.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ისეთ ფორმაშია "ლივერპული", რომ აუტსაიდერი ნამდვილად არაა. ვფიქრობ, აუტსაიდერის სტატუსი იურგენ კლოპს და ფეხბურთელებს აწყობთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ზეწოლა გაცილებით ნაკლები იქნება.

მოჰამედ სალაჰთან ერთად გუნდმა "რომასთან" ორივე შეხვედრა კარგად ჩაატარა. ვფიქრობ, ტურნირის მოგება შეგვიძლია", - განუცხადა ჯერარდმა Sport360-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული