კიევის "დასაპყრობად" "ლივერპულის" 17 ათასი გულშემატკივარი მიფრინავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" ფანებმა თადარიგი დაიჭირეს და კიევში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება 3 დღით ადრე დაიწყეს.

როგორც იუწყებიან, უკრაინის დედაქალაქს "რეალთან" შეხვედრისას თავისი გუნდის მხარდასაჭერად მინიმუმ 17 000 ქომაგი ეწვევა.

მათ ეს ვიდეო დღეს თვითმფრინავში გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

რაც შეეხება "რეალს", თამაშზე დასასწრებად კვოტით განსაზღვრული 12 802 ბილეთი გამოუყვეს, მაგრამ 2 200-მა გულშემატკივარმა გამგზავრება გადაიფიქრა. მიზეზი მაღალი ფასები და ხანგრძლივი მგზავრობაა.

კიევის სტადიონი "ოლიმპიისკი" 70 500 მაყურებელს იტევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული