"თუ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს "ბარსელონას" "ოქროს დუბლს" ცოტათი დაჩრდილავს. მათ დამსახურებულად იმარჯვეს ამ ორ ტურნირზე, მაგრამ თუ შენი კონკურენტი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, სიტუაცია იცვლება.
ჩვენმა ფეხბურთელებმა სათამაშო დრო მიიღეს და ფინალს კარგ ფორმაში ხვდებიან. ზიდანს შემადგენლობასთან დაკავშირებით რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუმცა ჩვენ მოგვწონს მისი ძნელად პროგნოზირება.
ყველა ჩვენდამი უპატივცემულობას გამოხატავდა, ამბობდნენ, ტურნირს ვინმე სხვა მოიგებსო, მაგრამ მათ მოედანზე ხმა ჩავაკმენდინეთ", - განუცხადა სერხიომ Football Espana-ს.