"ლივერპული" კიევში ჩავიდა, მისი ათასი გულშემატკივარი კი გამგზავრებას ვერ ახერხებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მონაწილე "ლივერპული" კიევში ჩაფრინდა.

"ლივერპულის" თვითმფრინავი კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა. გუნდის მწვრთნელს იურგენ კლოპს და ფეხბურთელებს ტრაპთან თბილი დახვედრა მოუწყვეს.

ინგლისური ტურისტული კომპანიის World Choice Sports-ის და უკრაინის საავიაციო ხელისუფლების შეუთანხმებლობისა გამო ლონდონიდან 1 000 გულშემატკივარი ვერ ახერხებს გაფრენას.

"რეალს" კვოტით განსაზღვრული 12 802 ბილეთი გამოუყვეს, მაგრამ 2 200-მა გულშემატკივარმა გამგზავრება გადაიფიქრა. მიზეზი მაღალი ფასები და ხანგრძლივი მგზავრობაა. "ლივერპულმა" ამ ბილეთებიდან 1 000-ის მათთვის გადაცემა მოითხოვა, მაგრამ უეფამ უარი უთხრა.

კიევში "წითლების" 17 ათასზე მეტი ქომაგი
აპირებს ჩასვლას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული