"ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ეს სერიოზული რამაა. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო. ჩემს წინა ფინალზე უფრო ემოციური განწყობა მქონდა. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ფანტასტიკურად ვითამაშეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან. ვიცოდი, კიდევ ერთი შანსი მომეცემოდა და ეს შანსი ჩემმა ბიჭებმა მომცეს.
ზიდანი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. მე "ლივერპულში" უფრო დიდი ხანია ვმუშაობ, ვიდრე ის "რეალში", მაგრამ ნახეთ, რამდენჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა! ნამდვილი მებრძოლია, თუმცა
გამოცდილება მნიშვნელოვანია. მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. "რეალი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ჯერ ჩვენ არ შეგვხვედრია.
ფინალში ვართ, რადგან ლივერპული ვართ. ამ გუნდს ეს სისხლში აქვს. ის დიდ გამარჯვებებსაა მიჩვეული. ჩვენ დონით მოწინააღმდეგეს ვერ შევედრებით, თუმცა ფეხბურთში არსებობს ტაქტიკა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ის შენს დონეზე გადმოიყვანო.
ეს სეზონი სალაჰისთვის დიდებული იყო, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა რონალდოს და მესის დონეზე გასვლას. ეს ძნელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორ გიგანტს სხვები გაუტოლდებოდნენ.
ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ამ შეხვედრის წინ ინერვიულებს. ისე, ეს მხოლოდ თამაშია, ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ მაინც თამაში.
გამარჯვებისთვის ფორტუნის წყალობა ყველასთვის აუცილებელია. ნებისმიერი გამოცდისთვის მზად უნდა ვიყოთ. აქ საქმე იმაში არაა, რაც მათ აქვთ და ჩვენ არა გვაქვს. იმით უნდა ვიყოთ კმაყოფილები, რაც ჩვენს განკარგულებაშია".