ზინედინ ზიდანი: თუ რონალდო 150%-ით კი არა, 140%-თაა მზად, ეს უკვე ცუდი არაა

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"მახარებს, რასაც ახლა ვაკეთებთ. ეს ჩემი ვნებაა. ბუნებით მებრძოლი ვარ და მიყვარს შეჯიბრი. ამის უკან ჩემი და ჩემი ფეხბურთელების დიდი შრომაა. თუ გიყვარს შრომა და "რეალს" წარმოადგენ, წარმატებას უნდა მიაღწიო. ეს კანონზომიერია.

თუ რონალდო 150%-ით კი არა, 140%-თაა მზად, ეს უკვე ცუდი არაა. ეს ამ სეზონში ჩვენი ბოლო მატჩია და ის ასეთ შეხვედრებში მონაწილეობისთვის ცხოვრობს.

ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთ ფინალს ვთამაშობთ. ეს მომენტი არასოდეს არ განმეორდება. იქნება ბევრი სხვა,
მაგრამ არა ეს. განვიცდით თუ არა ზეწოლას? ასეთია ცხოვრება. ზეწოლა ჩვენ უკეთესს გვხდის.

ამ მატჩში ფავორიტი არაა. ისევე როგორც ნებისმიერ ფინალში, აქაც ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. უნდა შევეცადოთ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული