ზიდანი: რონალდო უნდა დარჩეს, ბეილისი მესმის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ, "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რონალდოს და ბეილის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომლებმაც გუნდიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნეს.

"დარჩება თუ არა რონალდო? უნდა დარჩეს. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. მისი ღვაწლი შეუფასებელია და მიმაჩნია, რომ ჩვენთან უნდა იყოს. არ მიკითხავს, სურს თუ არა წასვლა. თუ თქვა, რომ გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. შეიძლება, 3-4 დღის მერე სხვა რამ თქვას.

სამომავლოდ ყველას თავისი ინტერესები აქვს. მთავარი გუნდია და ეს მასზე არ მოქმედებს. მე გუნდისთვის უკეთესის გაკეთებას ვცდილობ.
ზოგიერთი ფეხბურთელი მართლაც იმსახურებს მეტ სათამაშო დროს, მაგრამ ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. ბეილს პატივს ვცემ, დღევანდელ გამარჯვებაში მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. მთლიანობაში, მესმის მისი პოზიცია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული