მოჰამედ სალაჰი მძიმე ტრავმას გადაურჩა და ალბათ, მუნდიალზე იასპარეზებს

AutoSharing Option
როგორც იუწყებიან, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ლივერპულის" ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის მიღებული ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.

მას რენტგენის სურათი გადაუღეს და დადგინდა, რომ მხრის მყესის დაჭიმულობა აქვს. ეგვიპტის ნაკრების ექიმმა მოჰამედ აბუ ელ-ელამ იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელი მუნდიალზე იასპარეზებს.

ეგვიპტის სპორტის მინისტრმა ჰალედ აბდელ აზიზმა განაცხადა, რომ მოჰამედის მკურნალობას 2 კვირა დასჭირდება, შემდეგ კი ნაკრებს იტალიურ შეკრებაზე შეუერთდება.

შეგახსენებთ, ის შეხვედრის 26-ე წუთზე "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჭიდაობის
ილეთით წააქცია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უფერული ფულიანი გუნდის უფერული თასი, ბავშვობაში მულტფილმს ვუყურე მანქანებზე და იქ იყო თასი უბრალო ჯართია, მეტი არაფერი. დამიჯერეთ ეს თამაში არავის აღარ გაახსენდება ხვალ, როგორც ახსოვთ 2005 წლის ფინალი სტამბოლში, იქ ლივერპულმა მხოლოდ თასი კი არა ხალხის გული მოიგო, რეალს ვუთანაგრძნობ და ლივერპულს ვულოცავ, გულიანი გუნდია და არა ბინძური ფეხბურთელები, განსხვავებით ზოგიერთი გუნდისგან, ბრავო ლივერპულ.
roma
11:16 27-05-2018
7
მასეთი ილეთისათვის,ძიუდოში,შეჯიბრებიდან ხსნიან.ზიდანს ალბათ მატერაცი გაახსენდა,რამოსის არაკაცობის შემხედვარეს.არა და ბრწყინვალე ფინალი შეიძლებოდა გამოსულიყო,ორი ბრწყინვალე გუნდის შესრულებით.ახლა?ახლა დარჩა ბრჭყვიალა თასი და დანაშაულის თუ ნაქურდალობის შეგრძნება.ეს რეალიც ცოდვაა ამისათვის და ლივერპული ხომ ცოდვაა და ცოდვა.
სოსო
09:48 27-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული