ევროპის ძიუდოს კავშირი სალაჰის ტრავმაზე: რამოსის ილეთი ძიუდოში აკრძალულია

AutoSharing Option
ევროპის ძიუდოს კავშირმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" მცველის სერხიო რამოსის მიერ "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰისთვის მიყენებულ ტრავმაზე გააკეთა კომენტარი.

"არის სერიოზული მიზეზები, რის გამოც უდე-ჰიშიგი-ვაკი-გატამე (იღლიის ქვეშ ხელის დაჭერით შესრულებული მტკივნეული ილეთი) აკრძალულია, განსაკუთრებით ნე-ვაზაში გადასვლისას.

რას ფიქრობთ ამაზე, რომელიც გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მოხდა?", - დაწერილია ძიუდოს ფეისბუქის გვერდზე.

იქვე დადებულია სურათი, რომელსაც აწერია:"ასეთი ილეთი ძიუდოში აკრძალულია, მაგრამ საკმაოდ კარგია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად".
მკითხველის კომენტარები / 22 /
რეალს და რამოსს ყველაფრის უფლება აქვთ .......
გიო
23:09 27-05-2018
12
ეს არის ყველაზე ახვარი ფეხბურთელი მსოფლიოში.
Dato
06:14 28-05-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული