იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მალე დაიხოცება - ლორის კარიუსს სოციალურ ქსელში ემუქრებიან

AutoSharing Option
ესპანური "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, სოციალურ ქსელში მუქარის წერილებს იღებს.

"მე შენს მეგობარ გოგონას მოვკლავ! - მალე მოვალ, რათა შენი გოგო მოვკლა".

"შენი შვილები იმსახურებენ, კიბოთი დაიღუპნენ".

"იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მალე დაიხოცება", - წერენ კარიუსს სოციალურ ქსელში.

"მარკა" ასევე იუწყება, რომ პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

▶ ლორის კარიუსი: მეკარის ცხოვრება ასეთია და ყველას პატიებას გთხოვთ
▶ "ლივერპული" მეკარის პრობლემის გადაჭრას ცდილობს და დონარუმას ტრანსფერზე
მუშაობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
"მე შენს მეგობარ გოგონას მოვკლავ! - მალე მოვალ, რათა შენი გოგო მოვკლა". ცოტა უზრდელურად ვიგულისხმე - კორკოტა წერს უეჭველი
შაკო
30 მაისი 2018 10:38
0
აა, კორბენას დაუწერია უკვე, დამასწრო :D
შაკო
30 მაისი 2018 11:47
0
ასეთი საოცარი უტვინობა მე ჯერ არ მინახია ...
Georgia
29 მაისი 2018 13:06
1
ბავარიის მეკარემაც გააკეთა მსგავსი "სი რობა" რეალთან და იქაც ბენზემამ გაიტანა.
აჩი
29 მაისი 2018 15:40
0
კარიუსი ემუქრება და წყევლის რამოსს. თუ არ იცით რისთვის, დაგუგლეთ რუსულად ან ინგლისურად და ნახეთ ვიდეო რა გაუკეთა რამოსმა ზუსტად ორი წუთით ადრე პირველ გოლამდე. მერე შეიძლება აღარც გაამტყუნოთ. ტელერეპორტაჟში არ მოხვდა იმიტომ რომ არასათამასო ეპიზოდი იყო. სპორტულმა არხებმაც აჩვენეს.
komble
29 მაისი 2018 12:04
0
გოგონას რატომ უპირბენ მოკლავლას?!
aburjga
29 მაისი 2018 11:49
1
მოკვლას არ უპირებენ. უბრალოდ ორი ასოა შეცვლილი კორექტულობის გამო DDD
korben dallas
29 მაისი 2018 13:48
0
კახი კალაძემ ორი გოლი შეაგდო საკუთარ კარში და მაინც თბილისის მერად ავირჩიეთ,არატოლერანტობას და სიძულვილის ენას კი მაინც ჩვენ გვაბრალებენ
სოსო
29 მაისი 2018 10:54
9
შეადარა ფინალი და აზრს დაკარგული ფორმალური თამაში გეტყობათ სიძულვილმა და ბოღმამ აგირიათ გონება
გიო
29 მაისი 2018 11:03
36

სიახლეები პოპულარული