"ლივერპული" მეკარის პრობლემის გადაჭრას ცდილობს და დონარუმას ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
"მილანის" გოლკიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

La Reppublica-ს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლორის კარიუსის მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომების შემდეგ "ლივერპულისთვის" კიდევ უფრო აქტუალური გახდა დონარუმას შეძენა.

მერსისაიდული კლუბი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას.

ადრე "ლივერპულმა" "როსონერის" ჯანლუიჯის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ორჯერ მეტი მოითხოვა.

ახლა "მილანი" ჯიჯის 55 მილიონად აფასებს, "წითლები" კი მზად არიან, 45 მილიონი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, "მილანმა" "ნაპოლის" ყოფილი კიპერი პეპე რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული