"ცრვენა ზვეზდას" ფანები მოედანზე შეცვივდნენ და ფეხბურთელებს მაისურები გახადეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერბულმა "ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სერბებმა სტუმრად ავსტრიულ "ზალცბურგთან" ანგარიშით 2:2 ითამაშეს და სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. პირველი მატჩი სერბეთში 0:0 დასრულდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ავსტრიაში მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" გახარებული ფანები შეცვივდნენ. მათ ნებართვის გარეშე გახადეს ფეხბურთელებს მაისურები და სამახსოვროდ დაიტოვეს.

ყველაზე სასაცილო ნემანია რადონიჩთან დაკავშირებით მოხდა. ფეხბურთელი გულშემატკივარს გადაეხვია, მან კი მაისური გახადა. რადონიჩი მოედანზე შორტის ამარა დარჩა.

ფორვარდ ელ-ფარდუ ბენ-ნაბუხანასაც ხდიდნენ
მაისურს, თუმცა ლეგიონერი ღიმილით უხსნიდა, რომ მაისურს თავისთვის დაიტოვებს. ვიდეოს ბოლო 20 წამში შესამჩნევია, როგორ კამათობენ ფეხბურთელი და ქომაგი, ვის დარჩება მაისური.


"ცრვენა ზვეზდამ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და "ზალცბურგის" გარდა, იურმალის "სპარტაკის", ლიეტუვური "შუდუვუს" და ტრნავის "სპარტაკის" ბარიერი გადალახა.

ბელგრადული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე 1990/91 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩები: "ბენფიკა", პსვ და "ცრვენა ზვეზდა" ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
1091 წელს ცრვენამ ლიგა მოიგო და ნუთუ მას შემდეგ ჯგუფში არ ყოფილა?
სანდრო
30 აგვისტო 2018 15:44
4
მაგ დროს აღმაშენებელი 18 წლის იყო და ალბათ ცრვენაც ჯგუფში მოხვდებოდა მაგის შემდეგ აბა რას იზამდა :)))
კოტე
30 აგვისტო 2018 17:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული