ლუკა მოდრიჩი: როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად, ეს წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოა

AutoSharing Option
წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ასევე წლის საუკეთესო ნახევარმცველადაც დაასახელეს.

"რეალში ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს, რომ ამ კლუბში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე.

ბოლო პერიოდში, ჩემს კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა.

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედი. ახლა ეს პრიზი ავიღე...

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად, ეს წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოა.

როდესაც ბავშვი ვიყავი, ყველაფერ ამაზე ვოცნებობდი. ძალიან ბედნიერი ვარ
და მინდა, ამ მომენტით მაქსიმალურად ვისიამოვნო", - აღნიშნა მოდრიჩმა.

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებული ფეხბურთელი!
გულშემატკივარი
14:06 31-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული