შეგახსენებთ, რომ ხორვატი ასევე წლის საუკეთესო ნახევარმცველადაც დაასახელეს.
"რეალში ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს, რომ ამ კლუბში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე.
ბოლო პერიოდში, ჩემს კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა.
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედი. ახლა ეს პრიზი ავიღე...
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად, ეს წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოა.
როდესაც ბავშვი ვიყავი, ყველაფერ ამაზე ვოცნებობდი. ძალიან ბედნიერი ვარ
უეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია