ვან ბომელი ფეხბურთელებს: ჯერ გაიმარჯვეთ და მესის მაისურისთვის შემდეგ იბრძოლეთ

AutoSharing Option
პსვ-ს მწვრთნელ მარკ ვან ბომელს არანაირი პრობლემა არ აქვს, თუ მისი ფეხბურთელები ლეო მესის მაისურისთვის იბრძოლებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადებით შედეგს მიაღწევენ.

"კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები აუცილებლად იბრძოლებენ მესის მაისურისთვის, მაგრამ ეს პირველი ტაიმის შემდეგ არ უნდა მოხდეს. მხოლოდ ლეო დარჩა იმ გუნდიდან, რომელშიც მეც ვთამაშობდი და ჩანდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ის დღესაც საუკეთესოა, "ოქროს ბურთის" ვერმოგების მიუხედავად", - განაცხადა ვან ბომელმა, რომელმაც "ბარსელონაში" 2005-06 წლების სეზონი გაატარა.

პსვ "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

altდღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება - სუპერმატჩი "ენფილდზე"!

altერნესტო ვალვერდე: პსვ ყველაზე ადვილი მეტოქე არაა

altმარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული