ჩემპიონთა ლიგა. I ტურის წინ: "რეალი" სუფთა ფურცლით იწყებს, კრიშტიანო ესპანეთში ბრუნდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა ლეო მესის ჰეთ-თრიკით დაიწყო. გუშინდელ საინტერესო დღეს გაგრძელება ექნება - მადრიდში "რომა" ჩადის, ხოლო კრიშტიანო რონალდო ესპანეთში ბრუნდება, ოღონდ ის "მესტალიის" დასალაშქრად ემზადება.

მადრიდულ კლუბში აღარ არიან ლიგის მოგების მთავარი შემოქმედები - ზინედინ ზიდანი და კრიშტიანო რონალდო, თუმცა ბევრი (მათ შორის, "რეალშიც") ამტკიცებს, რომ ეს არ არის პრობლემა "სამეფო კლუბისთვის".

დღეს "რეალი" თასის დაცვას "რომასთან" დაპირისპირებით იწყებს. მადრიდელებს რომაელებთან უპირატესობა აქვთ - სულ 10 ურთიერთშეხვედრიდან "რეალმა" 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. ვნახოთ, რას იზამს ჩემპიონთა
ლიგის დებიუტანტი ხულიენ ლოპეტეგი, რომელსაც საკლუბო მწვრთნელობის ძალზე მწირი გამოცდილება აქვს.

მართალია, "რეალმა" ზედიზედ სამჯერ მოიგო ბოლოს ლიგა და ახლა არნახულ რეკორდს უმიზნებს, მაგრამ არც "რომაა" ჯაბანი - გასული სეზონის ტურნირში გუნდმა ნახევარფინალში გააღწია.

ხულიენ ლოპეტეგი ("რეალის" მწვრთნელი): "რონალდო ჩვენს გუნდში აღარ არის. მე მთლიანად "რეალის" ფეხბურთელებზე ვარ კონცენტრირებული. გუნდი მზად არის, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლოს. დიდი მადლობა ზიდანს ასეთი კარგი მემკვიდრეობისთვის, მაგრამ ახლა თავად უნდა გავიკვალო გზა. ჩემზე დიდი ზეწოლაა? აბა, სხვანაირად "რეალში" არასოდეს არ არის, ამას "რეალის" თავკაცი შეგუებული უნდა იყოს".

"მესტალიაზე" მარსელინოს "ვალენსია" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს, რომლის რიგებში კრიშტიანო რონალდო თამაშობს. "ღამურებს" ძალიან ცუდი სტარტი აქვთ ლა ლიგაში, მათ ჯერ თამაში ვერ მოუგიათ. ეს ორი გუნდი უეფას ეგიდით ერთმანეთს პირველად ეთამაშება. "ბებერი ქალბატონი", ტრადიციულად, ძლიერია სტუმრად, "იუვემ" უეფას ეგიდით ბოლო 3 შეხვედრა მოიგო სტუმრად.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ მიუნხენის "ბაიერნის" ვიზიტს ლისაბონში "ბენფიკასთან". ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" შინ "ლიონს" მასპინძლობს და მატჩის ფავორიტიცაა, მიუხედავად იმისა, რომ სერხიო აგუერო არ ეყოლება.

ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" შვეიცარიაში ჩავა "იანგ ბოიზთან" საბრძოლველად. აქვე ვიტყვით, რომ "შახტარისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრაში, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება დავით ხოჭოლავა.

E ჯგუფი
ოთხშაბათი. 19 სექტემბერი

აიაქსი-აეკ 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტალიაფიკო, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრაუი - შიონე, დე იონგი, ზიეხი - ნერესი, ჰუნტელაარი, ტადიჩი

აეკ (4-4-1-1): ბარკასი - ბაკაკისი, ოიკონუმუ, ლამბოროპულოსი, ჰალტი - როდრიგო გალო, ანდრე სიმოეში, გალანოპულოსი, მანტალოსი - კლონარიდისი - პონსე

ბენფიკა-ბაიერნი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - გრიმალდო, ჟარდელი, რუბენ დიაში, ანდრე ალმეიდა - ფეისა, ჟედსონ ფერნანდეში, პიცი - ჩერვი, სალვიო, სეფეროვიჩი
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - მიულერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - რიბერი, ლევანდოვსკი, რობენი

F ჯგუფი
შახტარი-ჰოფენჰაიმი 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ხოჭოლავა, რაკიცკი, ისმაილი - ალან პატრიკი, სტეპანენკო - მარლოსი, კოვალენკო, ტაისონი - ჟუნიორ მორაეში
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, პოში - კადერჟაბეკი, ბიტანკური, გრილიში, ცუბერი, შულცი - კრამარიჩი, სალაი

სიტი-ლიონი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, კომპანი, დელფი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა - სტერლინგი, ჟეზუში, მაჰრეზი
ლიონი (4-4-2): ლოპეში - მენდი, დენაირი, მარსელო, რაფაელი - ნდომბელე, ტუსარი, ტრაორე, ფეკირი - დემბელე, დეპაი

G ჯგუფი
პლზენი-ცსკა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - ჰროშოვსკი, ჰორჟავა - ეკპაი, ჩერნაკი, კოპიჩი - კრმენჩიკი
ცსკა (5-3-2): აკინფეევი - ფერნანდეში, ბეკაუ, ჩერნოვი, ნაბაბკინი, ეფრემოვი - ძაგოევი, ვლაშიჩი, ობლიაკოვი - ჩალოვი, ჟამალეტდინოვი

რეალი-რომა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ისკო, ბენზემა, ბეილი
რომა (4-4-2): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნზონზი, დე როსი, კრისტანტე, იუნდერი - ჯეკო, ელ შაარავი

H ჯგუფი
ვალენსია-იუვენტუსი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-2): ხაუმე - პიჩინი, დიაქაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, ვასი, გედეში - როდრიგო, გამეირო
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდო

იანგ ბოიზი-მანჩესტერი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
იანგ ბოიზი (4-4-2): ფონ ბალმოსი - მბაბუ, ვიუტრიჩი, ფონ ბერგენი, ბენიტო - სულეიმანი, სანოგო, სოუ, ფასნახტი - ნგამალეუ, ოარო
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - პოგბა, მატიჩი, ფრედი - რაშფორდი, ლუკაკუ, ალექსის სანჩესი

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: გმირი ფირმინიო [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემს" 0:1-ს მერე მოუგო [VIDEO]

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული